Tbilisi-warehouse დაფუძნდა 2024 წელს, ჩვენი საქმიანობაა სასაწყობე შენობების მართვა, გვსურს შევთავაზოთ ჩვენს მომხმარებლებს საუკეთესო მომსახურება სასაწყობე და საწარმოო ფართების გაქირავების სფეროში, ჩვენთან ურთიერთობა არის სწრაფი, მარტივი და მომგებიანი, ფასები ძალიან კონკურენტუნარიანი, ჩვენი მისიაა საქართველოს სასაწყობე ბაზარზე გრძელვადიანი წარმატება, მომხმარებლების იმედების გამართლება და საუკეთესო, ხანგრძლივი, პარტნიორული ურთიერთობების ჩამოყალიბება.

ჩვენი საწყობი განთავსებულია საუკეთესო სტრატეგიულ ადგილას ქ. თბილისში დიდი ლილოში, საწარმოო ზონაში, ალექსანდრე ქართველიშვილის ქუჩაზე, კახეთის გზატკეცილიდან 900 მეტრში, აღნიშნულ ტერიტორიის მახლობლად ასევე მდებარეობს - გაფორმების ეკონომიკური ზონა (თბილისის გეზი) ლილოს და ლოჭინის რკინიგზის სადგურები, ლასარეს სატვირთო ტერმინალი, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი, ისტ პოინტის სავაჭრო ცენტრი.
საწყობის მისამართია: ქ. თბილისი, დიდი ლილო, ალექსანდრე ქართველიშვილის ქუჩა, ნაკვეთი 726, საფოსტო კოდი 0190
